I სამუშაო შეხვედრა
რიცხვი - 27.10.2017
ძირითადი საორგანიზაციო საკითხები იყო,კლუბის წევრების გაცნობა,კითხვების შევსება და კლუბის დაკომპლექტება.
მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს:
1. რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი კლუბშ მუშაობა?
2. რა ცვლილებებს შემოიტანს კლუბი სასკოლო ცხოვრებაში?
3. რომელი საკითხების განხილვას ვისურვებდი
II სამუშაო შეხვედრა
რიცხვი - 2.11.2017
მეორე სამუშაო შეხვედრა მოეწყო 02.11.2017. გამოცხადდა 15 მსურველი მოსწავლე. მათ გავაცანი კლუბის გეგმა და კონცეფცია და ვთხოვე შეეტანათ ცვლილებები. ცვლილების გათვალისწინებით შევიმუშავეთ გეგმა. შევიმუშავეთ აგრეთვე ქცევის წესები. შევთანხმდით კლუბის ლოგოზე და სახელზე.ავირჩიეთ კლუბის ლიდერი.
III სამუშაო შეხვედრა
რიცხვი - 09.11.2017
მესამე სამუშო შეხვერაზე მოვახდინეთ კლუბის ლოგოს პრეზენტაცია და შევქმენით ბლოგი.
IVსამუშაო შეხვედრა
რიცხვი-16.11.2017
კლუბის მონაწილეებს დაურიგე კითხვარები,რატომ არის მათთვის კლუბში მუშაობა მნიშვნელოვანი,რა მოლოდინები და რა მიზნები აქვთ, რომელი საკითხების განხილვა სურდათ, შეავსეს კითხვები გაუზიარეს ერთმანეთს, გამოკვეთეს მათვის საინტერესო საკითხები.
V სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-23.11.2017
ვიდეო რგოლის საშუალებით გავეცანით საქართველოს ტერიტორიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და ტერიტორიების ცვლილებებს ბოლო ათასი წლის მანძილზე.მოსწავლეებს შორის გაიმართა დიალოგი, იმსჯელეს ცვლილების გამომწვევ მიზეზებზე.
VIსამუშაო შეხვედრა
რიცხვი-30.11.2017
კლუბის წევრებმა იმუშავეს ჯგუფებში და წარმოადგინეს მათი ხედვა ეროვნულ საგანძურის შესახებ, იყო სხვადასხვა ვერსიები(ფოლკლორი,ქართული ცეკვა,ტრადიციები,ისტორია და სხვა). დისკუსია წარიმართა საკმაოდ საინტერესოდ.
VII სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-7.12.2017
გეგმის მიხედვით ვეწვიეთ ბათუმი არქეოლოგიურ მუზეუმს
გავეცანით სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიურ მასალას,არტე ფაქტებს,პროფესორ გ.ჩხატარაშვილის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საბავშვო არქეოლოგიაში. გადავიღეთ სურათები.
VIII სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-14.12.2017
არქეოლოგიურ მუზეუმში მიღებული შთაბედილებებისა და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და წარმოადგინეს პრეზეტაცია "ერთი დღე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში.
IX სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-21.12.2017
ინტერნეტსა და ბიბლიოთეკაში მოძიებული მასალების მიხედვით ვისაუბრეთ საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ბაგრატიონი მეფეების შესახებ(ბაგრატ III, გიორგი I , ბაგრატ IV, დავით აღმაშენებელი , თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალ),წატმოადგინეს პრეზენტაციები.
X სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-28.12.2017
განვიხილეთ წოდებრივ წარმომადგენლობით ორგანოებზე, ყურაღება გავამახვილეთ თამარის დროს კარვი შექმნის მცდალობაზე,მოსწავლეებმა იმსჯელეს და შეაფასეს ზოგადად პარლამეტარიზმის იდეის შესახებ.
XI სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-18.01.2018
კლუბის წევრებმა ინტერნეტისა ბიბლიოთეკაში მოძიებული მასალების მიხედვით წარმოადგინეს პრეზენტაცია საქართველოსა და ჯვაროსნების შესახებ(ლაშა გიორგი, რუსუდან მეფე).
XII
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია წმინდათა ცხოვრების შესახებ, იმუშავეს ჯგუფებში (აბო თბილელის, დავით და კონსტანტინე მხეიძეების, კონსტანტი კახის)და წარმოადგინეს პრეზენტაცია.
XIII სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-28.12.2017
განვიხილეთ უცხოელი მოგზაურების(ლამბერტი,კასტელი,დუმა) ცნობები საქართველოს შესახებ წინასწარ მოძიებილი ინფორმაციის მიხედვით,რაც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა კლუბის წევრებისთვის.
XIV სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-18.01.2018
კლუბის წევრებთან ერთად შევაჯამეთ კლუბის საქმიანობა.
XV სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-25.01.2018
რატომ ნატო? რატომ ევროპა?რა საფრთხე და რა იმედები გვაქვს, ჩვენი ქვეყნის მომავალი,გაიმარა დიალოგი.მოვამზადეთ თემა კონკურსისთვის-" რატომ ნატო" წარადგინა კლუბის წევრმა სოფო შაინიძემ და მოიპოვა მესამე ადგილი.მადლობა მას.
XVI სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-1.02.2018
ბიბლიოთეკისა და ინტერნეტის საშუალებით კლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია ჩვენი ქალაქის შესახებ, გავეცანით ცნობებს თავისუფალი ნავსადგურის პორტო ფრაკოს შესახებ.იმსჯელეს და წარმოადგინეს ფოტოები.
XVI სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-8.02.2018
კლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია ძმები ნობელების სესახებ, დახარისხეს, იმუშავეს ჯგუფებში და მოამზადეს თემა მინი კონფერენციისთვის"ძმები ნობელები ბათუმში"
XVII სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-15.02.2018
ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულების,ქართული ეროვნული სულიკვეთება იყო ძირითადი საკითხი რის შესახებაც ისაუბრეს და იმსჯელეს კლუბის წებრებმა.
XVIII სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-22.02.2018
რა არის თავისუფლება?ეს იყო ძირითადი კითხვა რის შესახებაც ისაურეს მოსწავლეებმა,იმსჯელეს თავისუფფლების მოპოვების გზებზე და მოიყვანეს მაგალითები მსოფლიო ისტორიიდან.
XIX სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-1.03.2018
გაიმართა დისკუსია გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ,სადაც მოსწავლეებმა არგიმენტირებული მსჯელობით დააფიქსირეს საკუთარი აზრი ტრაქტატის შესახებ.
XX სამუშაო შხვედრა
რიცხვი-15.03.2018
კლუბის წევრებმა წარმოდგინეს პრეზენტაცია გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ.
XXI სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-22.03.2018
9 აპრილის შესახებ ვიდეო მასალის ჩვენება, განხილვა,მსჯელობა
XXII სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-29.03.2018
კლუბის წევრებმა წარმოდგინეს პრეზენტაცია 9აპრილის შესახებ
XXIII სამუშაო შეხვედრა
რიცხვი- 5.04.2018
ვისაუბრეთ კლუბის მუშაობის შედეგებზე,შევაჯამეთ.
No comments:
Post a Comment