სსიპ ქალაქ ბათუმის #4 საჯარო სკოლის ისტორიის კლუბი ,,იმედი“
წესდება
1.2 კლუბი დაფუძნებულია ერთი სასწავლო წლის ვადით.
1.3 კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო.
1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო. ქ.ბათუმი, პუშკინის ქ. 63.
2. კლუბში გაწევრიანება :
2.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
2.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის VIII-X
კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
2.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით).
2.4 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის ლიდერის მიერ, სკოლის გეოგრაფიის პედაგოგთან შეთანხმებით.
2.5 კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის
თაობაზე.
2.6 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები,შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
2.7 კლუბის წევრებს ეკრძალება იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით კლუბთან ან სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე.
2.8 კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
2.9 კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და კლუბის არსებობის ვადის გასვლის შემდეგ.
3. კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
3.1 კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს თხუთმეტი მოსწავლისა;
3.2 კლუბს შეიძლება ჰყავდეს ლიდერი,რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარმოადგინოს კლუბი მესამე პირთან/პირებთან ურთიერთობისას, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება, დანიშნოს და გაათავისუფლოს კლუბის წევრები, დანიშნოს კლუბის წევრებისაგან ერთ-ერთი მოადგილედ, გაანაწილოს ფუნქიები, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
3.3 ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ხელმძღვანელობს კლუბის
საქმიანობას, ერთპიროვნულად.
3.4 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით: დამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, აირჩიოს ან ვადაზე ადრე გადააყენოს თავმჯდომარე.
3.5 კლუბის ლიდერი ირჩევა 8 თვის ვადით.
4. კლუბის მუშაობა
4.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ოთხჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
4.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 3/4 ;
5. კლუბის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა:
5.1 კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა გარდაქმნა) ხორციელდება ამ დებულებით .
5.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება:
- სკოლის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
- მიზნების მიღწევის შემთხვევაში.
6. დასკვნითი დებულება:
6.1 წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დამოწმების დღიდან.
6.2 ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების
გადაწყვეტილებით.
ბათუმი, პუშკინის ქ. 63
19.10. 2017 წელი
No comments:
Post a Comment