საკლუბო მუშაობა

პრეზენტაციები







გალერეა
















შესრულებული სამუშაოები

                                                              I სამუშაო შეხვედრა

რიცხვი - 27.10.2017
                           
ძირითადი საორგანიზაციო საკითხები იყო,კლუბის წევრების გაცნობა,კითხვების შევსება და კლუბის დაკომპლექტება.
მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს:
1. რატომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი კლუბშ მუშაობა?
2. რა ცვლილებებს შემოიტანს კლუბი სასკოლო ცხოვრებაში?
3. რომელი საკითხების განხილვას ვისურვებდი





                                                                II სამუშაო შეხვედრა

რიცხვი - 2.11.2017
მეორე სამუშაო შეხვედრა მოეწყო 02.11.2017. გამოცხადდა 15 მსურველი მოსწავლე. მათ გავაცანი კლუბის გეგმა და კონცეფცია და ვთხოვე შეეტანათ ცვლილებები. ცვლილების გათვალისწინებით შევიმუშავეთ გეგმა. შევიმუშავეთ აგრეთვე ქცევის წესები. შევთანხმდით კლუბის ლოგოზე და სახელზე.ავირჩიეთ კლუბის ლიდერი.




                                                                 III სამუშაო შეხვედრა

რიცხვი - 09.11.2017

მესამე სამუშო შეხვერაზე მოვახდინეთ კლუბის ლოგოს პრეზენტაცია და შევქმენით ბლოგი.

                                                          IVსამუშაო შეხვედრა
რიცხვი-16.11.2017

კლუბის მონაწილეებს დაურიგე კითხვარები,რატომ არის მათთვის კლუბში მუშაობა  მნიშვნელოვანი,რა მოლოდინები და რა მიზნები აქვთ, რომელი საკითხების განხილვა სურდათ,  შეავსეს კითხვები გაუზიარეს ერთმანეთს, გამოკვეთეს მათვის საინტერესო საკითხები.


                                                         V სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-23.11.2017
ვიდეო რგოლის საშუალებით გავეცანით საქართველოს ტერიტორიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და ტერიტორიების ცვლილებებს ბოლო ათასი წლის მანძილზე.მოსწავლეებს შორის გაიმართა დიალოგი, იმსჯელეს  ცვლილების გამომწვევ მიზეზებზე.

                                                          VIსამუშაო შეხვედრა
რიცხვი-30.11.2017
კლუბის წევრებმა იმუშავეს ჯგუფებში  და წარმოადგინეს მათი ხედვა ეროვნულ საგანძურის შესახებ, იყო სხვადასხვა ვერსიები(ფოლკლორი,ქართული ცეკვა,ტრადიციები,ისტორია და სხვა).  დისკუსია წარიმართა საკმაოდ საინტერესოდ.
                                                           VII სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-7.12.2017
გეგმის მიხედვით ვეწვიეთ ბათუმი არქეოლოგიურ მუზეუმს
გავეცანით სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიურ მასალას,არტე ფაქტებს,პროფესორ გ.ჩხატარაშვილის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საბავშვო არქეოლოგიაში. გადავიღეთ სურათები.
                                                            VIII სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-14.12.2017
არქეოლოგიურ მუზეუმში მიღებული შთაბედილებებისა და მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და წარმოადგინეს პრეზეტაცია "ერთი დღე ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში.

                                                           
                                                            IX სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-21.12.2017
ინტერნეტსა და ბიბლიოთეკაში მოძიებული მასალების მიხედვით ვისაუბრეთ საქართველოს ისტორიაში გამორჩეული ბაგრატიონი მეფეების შესახებ(ბაგრატ III,    გიორგი I , ბაგრატ  IV, დავით აღმაშენებელი , თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალ),წატმოადგინეს პრეზენტაციები.


                                                               X სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-28.12.2017
განვიხილეთ წოდებრივ წარმომადგენლობით ორგანოებზე, ყურაღება გავამახვილეთ თამარის დროს კარვი შექმნის მცდალობაზე,მოსწავლეებმა იმსჯელეს და შეაფასეს ზოგადად პარლამეტარიზმის იდეის შესახებ.


                                                              XI სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-18.01.2018
კლუბის წევრებმა ინტერნეტისა ბიბლიოთეკაში მოძიებული მასალების მიხედვით წარმოადგინეს პრეზენტაცია საქართველოსა და ჯვაროსნების შესახებ(ლაშა გიორგი, რუსუდან მეფე).

                                                             XII
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია წმინდათა ცხოვრების შესახებ, იმუშავეს ჯგუფებში (აბო თბილელის, დავით და კონსტანტინე მხეიძეების, კონსტანტი კახის)და წარმოადგინეს პრეზენტაცია.

                                                             XIII სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-28.12.2017                                                     
განვიხილეთ უცხოელი მოგზაურების(ლამბერტი,კასტელი,დუმა) ცნობები საქართველოს შესახებ წინასწარ მოძიებილი ინფორმაციის  მიხედვით,რაც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა კლუბის წევრებისთვის.


                                                               XIV სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-18.01.2018
კლუბის წევრებთან ერთად შევაჯამეთ კლუბის საქმიანობა.


                                                                 XV სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-25.01.2018
რატომ ნატო? რატომ ევროპა?რა საფრთხე და რა იმედები გვაქვს, ჩვენი ქვეყნის მომავალი,გაიმარა დიალოგი.მოვამზადეთ თემა კონკურსისთვის-" რატომ ნატო" წარადგინა კლუბის წევრმა სოფო შაინიძემ  და მოიპოვა მესამე ადგილი.მადლობა მას.


                                                                  XVI სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-1.02.2018
ბიბლიოთეკისა და ინტერნეტის საშუალებით კლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია ჩვენი ქალაქის  შესახებ, გავეცანით ცნობებს თავისუფალი ნავსადგურის პორტო ფრაკოს შესახებ.იმსჯელეს და წარმოადგინეს ფოტოები.


                                                                  XVI სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-8.02.2018
კლუბის წევრებმა მოიძიეს ინფორმაცია ძმები ნობელების სესახებ, დახარისხეს, იმუშავეს ჯგუფებში და მოამზადეს თემა მინი კონფერენციისთვის"ძმები ნობელები ბათუმში"


                                                                   XVII სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-15.02.2018
ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულების,ქართული ეროვნული სულიკვეთება იყო ძირითადი საკითხი რის შესახებაც ისაუბრეს და იმსჯელეს კლუბის წებრებმა.


                                                                   XVIII სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-22.02.2018
რა არის თავისუფლება?ეს იყო ძირითადი კითხვა რის შესახებაც ისაურეს მოსწავლეებმა,იმსჯელეს თავისუფფლების მოპოვების გზებზე და მოიყვანეს მაგალითები მსოფლიო ისტორიიდან.

                                                                 
                                                                  XIX სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-1.03.2018
გაიმართა დისკუსია  გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ,სადაც მოსწავლეებმა არგიმენტირებული  მსჯელობით  დააფიქსირეს საკუთარი აზრი ტრაქტატის შესახებ.


                                                                   XX სამუშაო შხვედრა
რიცხვი-15.03.2018
კლუბის წევრებმა წარმოდგინეს პრეზენტაცია გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ.


                                                                   XXI  სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-22.03.2018
9 აპრილის შესახებ ვიდეო მასალის ჩვენება, განხილვა,მსჯელობა

                                                                   XXII სამუშაო შეხვედრა
რიცხვი-29.03.2018
კლუბის წევრებმა წარმოდგინეს პრეზენტაცია 9აპრილის  შესახებ

                                                                  XXIII სამუშაო შეხვედრა
რიცხვი- 5.04.2018
ვისაუბრეთ კლუბის მუშაობის შედეგებზე,შევაჯამეთ.

კლუბის წევრები

                                  სსიპ. ქ. ბათუმის N4 საჯარო სკოლის ისტორიის 
                                                კლუბი "იმედის"  წევრები:



1. თორნიკე სიხარულიძე
2. ხატია ბერიძე
3. ვიქტორია გაბისონია
4. ლიზი დიასამიძე
5. ნია შენგელია
6. კახა გორგაძე
7. ირაკლი ქუხილავა
8. ლანა ღოღობერიძე
9. ანა გოგოლიშვილი
10. მაია ყიფიანი
11. ნიკა ყიფიანი
12. სოფიკო შაინიძე
13. ბელა პროკოფიევა
14. ანა კურტანიძე
15. ფილიპე ანთიძე

გეგმა და კონცეფცია

სსიპ  . ბათუმის №4 საჯარო სკოლ

ისტორიის კლუბი: ,,იმედი “ ისტორიის მასწავლებელი : მარინა მახარაძე
კლუბის წევრთა შეხვედრების კალენდარი:
1.მუშაობის დაწყება  2ოქტომბრიდან-15 ივნისის ჩათვლით.
2.შეხვედრების ხანგრძლივობა - 1სთ.                       
3. შეხვედრების რაოდენობა- კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს.
4.სამიზნე ჯგუფი: VIII-IX-X კლასები.
ისტორიის კლუბი: ,,იმედი“  კონცეფცია
მისია
საქართველოსა ისტორიის მაქსიმალური პოპულარიზაცია
მიზანი
ü  ხელის შეუწყოს კლუბის წევრებს შორის შემოქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას,
ü  აქტიური სამოქალაქო პოზიციის ფორმირებას და პატრიოტიზმის გრძნობის ამაღლებას.
ü  ისტორიული ცოდნის გაღრმავებას, კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობას
ამოცანები
ü  შექმნას შესაბამისი გარემო კლუბის საქმიანობისათვის
ü  აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება
ü  დაგეგმოს სხვადასხვა აქტივობები,რეგულარული შეხვედრები,დისკუსიები და ა.შ
ü  მოამზადოს მოსწავლეები კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობისათვის

შედეგები
ü  კლუბის საქმიანობის შედეგად შეძენილი ცოდნისა და უნარ–ჩვევების საფუძველზე მოხდება მოსწავლეებში ისტორიული ცოდნის გაღრმავება და კრიტიკული აზროვნების განვითარება
ü  დაგეგმილი ღონისძიებებით, მათი  აქტივობებში ჩართვით  მოხდება მოსწავლეების დაინტერესება საქართველოს ისტორიით
ü  მივიღებთ აქტიურ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეს
ü  მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.

სამიზნე   ჯგუფები
VIII-IX-X კლასი
რაოდენობა
10–15 მოსწავლე

კლუბის პროგრამა
შეხვედრა
საკითხი
აღწერა
1
საორგანიზაციო საკითხები
კლუბის  წევრების  გაცნობა. განაცხადის შევსება .კლუბის დაკომპლექტება
2
კლუბის სახელის შერჩევა,კლუბის პრეზიდენტის არჩევა
თითოეულ მოსწავლეს შეუძლია დაწეროს კლუბის  სახელი და  წარუდგინოს კლუბის წევრებს.ერთობლივად ხდება კლუბის სახელის შერჩევა და დაზუსტება.კლუბის პრეზიდენტის აირჩევა ფარული კენჭისყრით
3
კლუბის ლოგოს,ბლოგის შექმნა
პრეზენტაცია
4
კითხვარის  შევსება. საერთო ინტერესის გამოკვეთა
თითოეულ მოსწავლეს დაურიდგება კითხვარი (სავარაუდო შეკითხვები: რატომ არის მნიშვნელოვანი ჩემთვის კლუბში მუშაობა? რას მოველი ამ საქმიანობიდან? რა მიზანი მაქვს პირადად მე?რა ცვლილებებს შემოიტანს კლუბი სასკოლო ცხოვრებაში,რომელი საკითხის განხილვას ვისურვებდი და ა.შ)გაზიარება მცირე ჯგუფებში.პრეზენტაციების შედეგად ყველა სამუშაო ჯგუფებიდან საერთო ინტერესის გამოკვეთა . კითხვარის შედეგად გამოკვეთილი საკითხების  დაზუსტება /დამატება (თუ ამის საჭიროება არსებობს)
5
კლუბის აქტივობების სათანადო მეთოდის შერჩევა
რომელი კონკრეტული მეთოდი ან ტექნიკა შეიძლება იქნეს გამოყენებული კლუბის მუშაობისას(მონოლოგი–ლექცია,დემონსტრირება), დიალოგი, როლების გათამაშება,პრეზენტაციები...
6
ვიდეო რგოლების: ,,აღმოაჩინე საქართველო“და ,,საქართველო ბოლო ათასი წელი“–ს პრეზენტაცია
ვიდეო რგოლები კლუბის წევრებს  გააცნობს საქართველოს ტერიტორიულ–გეოგრაფიულ მდებარეობას და   ტერიტორიულ ცვლილებებს (დიალოგ–დისკუსია)
7
,,საქართველოს ეროვნული საგანძური“
 მოსწავლეები გამოთქვემენ ვერსიებს ეროვნული საგანძურის შესახებ.რას მიიჩნევენ ისინი ,,ეროვნულ საგანძურად“.(დიალოგი)
8
ექსკურსია ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში
მუზეუმში არსებული ექსპონატების დათვალიერება და პრეზენტაციის მომზადება
9
პრეზენტაცია

მუზეუმში დაცული მასალის პრეზენტაცია
10
ბაგრატიონთა წარმომავლობა (საქართველოს გამორჩეული მეფეები)
ინტერნეტში და ბიბლიოთეკაში მოძიებული მასალის პრეზენტაცია
11
,,საქართველო და ჯვაროსნები“
ინტერნეტში და ბიბლიოთეკაში მოძიებული მასალის პრეზენტაცია
12
,,დარბაზის იდეა თამარის დროს“

კლუბის წევრებმა უნდა ისაუბრონ წოდებრივ–წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შესახებ ევროპაში და პარლამენტარიზმის შექმნის შესახებ საქართველოში
13
,,სიკვდილით დასჯა–ისტორიული მიმოხილვა და დღევანდელობა“


პრეზენტაცია/განხილვა
14
,,წმინდანთა ეპოქა“

კლუბის წევრები გაიხსენებენ ნასწავლ მასალას საქართველოს ისტორიიდან. წარმოადგენენ  პრეზენტაციას (აბო,დავითი და კონსტანტინე, კონსტანტი კახი...)

15

,,უცხოელი მოგზაურებისთვალით დანახულისაქართველო''



იმსჯელებენ ლამბერტის,კასტელის დიუმას,პუშკინის მოგზაურობების შესახებ.კლუბის წევრებს შორის შედგება დიალოგ–დისკუსია.
16
კლუბის საქმიანობის მონიტორინგი

საჭიროებიდან გამომდინარე ცვლილებების განხორციელება
17
,,ჩვენი მომავლის ისტორია: ჩვენი საფრთხეები,ჩვენი იმედები, ჩვენი ცხოვრება“

კლუბის წევრებს ეძლევათ საშუალება გამოთქვან საკუთარი აზრი ჩვენი მომავლის შესახებ.რა წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს(ევროპა?), რა გადაგვარჩენს? (დიალოგი) .
18
,,ჩვენი ქალაქის შესახებ“(ნაცნობი თუ უცნობი ფაქტები)
ბიბლიოთეკაში და ინტერნეტში ნაპოვნი მასალის წარდგენა /განხილვა
19
,,პორტო ფრანკო“

ისაუბრებენ და იმსჯელებენ თავისუფალი ნავსადგურის შესახებ

20
ქუჩის გამოკითხვა
კლუბის წევრები ატარებენ გამოკითხვას რა იციან ძმები ნობელების შესახებ
21
გამოკითხვის მონაცემების წარდგენა
მზადება მინი კონფერენციისათვის
22
ექსკურსია ძმები ნობელებისმუზეუმში
მუზეუმში არსებული ექსპონატების დათვალიერება.
23
,,ძმები ნობელები ბათუმში“
მინი კონფერენცია
24
,,ქართული ეროვნული მეობა“

კლუბის წევრები ისაუბრებენ ილიაჭავჭავაძის და მის გარშემოშემოკრებილი თერგდალეულთა
დასის შესახებ


25
,,თავისუფლების მოპოვების გზები“

კლუბის წევრებმა ინდივიდუალურად უნდა ჩამოთვალონ ის გზები რომელიც ადამიანს,ჯგუფს ან საზოგადოებას მიიყვანს თავისუფლებამდე. მოიყვანონ შესაბამისი მაგალითები  მსოფლიო და საქართველოს ისტორიიდან თავისი არგუმენტებით
26
,,რომ არა გეორგიევსკის ტრაქტატი“
კლუბის წევრებმა უნდა განიხილონ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობა 
27
,,საქართველო როგორც საბჭოთა კავშირის ნაწილი“
კლუბის წევრების თვალით დანახული ისტორია.
28
,,პეპლის ეფექტი“ სერია II ჩვენება

განხილვა
29
9 აპრილი
ვიდეო მასალის ჩვენება/განხილვა/შეჯამება
30
კლუბის მუშაობის შედეგებზე საუბარი. კლუბის მუშაობის შეჯამება
ბლოგზე განთავსება

კლუბის წესდება



 სსიპ ქალაქ ბათუმის #4 საჯარო სკოლის ისტორიის კლუბი ,,იმედი
წესდება

1.2  კლუბი დაფუძნებულია ერთი სასწავლო წლის  ვადით 
1.3  კლუბს აქვს სახელწოდებალოგო.
1.4  კლუბის იურიდიული მისამართისაქართველოქ.ბათუმი,  პუშკინის ქ. 63.

2კლუბში გაწევრიანება :

2.1  კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
2.2  კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის VIII-X
კლასის მოსწავლერომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
2.3  კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით).
2.4  კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის ლიდერის  მიერ, სკოლის გეოგრაფიის პედაგოგთან შეთანხმებით.
2.5  კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის 
თაობაზე.
2.6  კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაშიდაიცას წესდების მოთხოვნები,შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
2.7  კლუბის წევრებს ეკრძალება იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით კლუბთან ან სკოლის ადმინისტრაციასთან შეთნხმების გარეშე.
2.8  კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზერომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
2.9  კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზეასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით  როდესაც  მისი  საქმიანობა ეწინააღმდეგება  კლუბის  მიზნებს  და უხეშად  არღვევს  აღნიშნული წესდების დებულებებს  და კლუბის არსებობის ვადის გასვლის შემდეგ.


3. კლუბის სტრუქტურამართვა და გადაწყვეტილებების მიღება:

3.1  კლუბი შედგება კლუბის წევრებისგანრომელთა რაოდენობაა არაუმეტეს თხუთმეტი  მოსწავლისა;
3.2  კლუბს შეიძლება ჰყავდეს ლიდერი,რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად  წარმოადგნოს  კლუბი მესამე  პირთან/პირებთან ურთიერთობისასუხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა  და პროგრამების  შემუშავებასა და  რეალიზაციასგანაგოს კლუბის ქონება, დანიშნოს  და გაათავისუფლოს კლუბის წევრებიდანიშნოს კლუბის წევრეისაგან ერთ-ერთი მოადგილედგაანაილოს ფუნქიები მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
3.3  ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებშიხელმძღვანელობს კლუბის
 საქმიანობასერთპიროვნულად.
3.4  კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით:  დამტკიცოს სამოქმედო გეგმადაამტკიცოს კლუბის წესდება,  აირიოს  ან ვადა  ადრე გადააყენოს თავმჯდომარე.
3.კლუბის ლიდერი ირჩევა 8 თვის ვადით.

4კლუბის მუშაობა

4.1  კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში თხჯერგარდა არდადეგების პერიოდისა;
4.2  კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესრება ევრთა არანაკლებ 3/4 ;

5კლუბის რეორგანიია და საქმიანობის შეწყვეტა:

5.1  კლუბის რეორგანიზაცია (შეერთებამიერთებაგამოყოფა გარდაქმნა    ხორციელდება ამ დებულებით .
5.2  კლუბის ლიკვიდაცია ხდება:
     -  სკოლის საერთო კრების გადაწყვეტილებით.
     -  მიზნების მიღწევის შემთხვევაში.


6დასკვნითი დებულება:

6.1   წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დამოწმების დღიდან.
6.2  ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების 
გადაწყვეტილებით.

ბათუმი, პუშკინის  ქ. 63

19.10. 2017 წელი

მთავარი

    სსიპ. ქ. ბათუმის N 4 საჯარო სკოლა

      ისტორიის მოყვარულთა კლუბი 
                       "იმედი" 

კლუბის კურატორი - ისტორიის პედაგოგი:
                           მ.მახარაძე

          კლუბის წევრთა შეხვედრების კალენდარი:

1. მუშაობის დაწყება 27ოქტომბერი - 15ივლისის ჩათვლით;

2. შეხვედრის ხანგრძლივობა - 1სთ;

3. შეხვედრების რაოდენობა - კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს;

4. სამიზნე ჯგუფები - VIII-Xკლასები;

5. მოსწავლეთა რაოდენობა - 7-15.


No comments:

Post a Comment